31 იანვარს 20:00 სთ-ზე, თბილისში, ფარბიკის ტერიტორიაზე რიგით მეცხრე Fuckup Nights Tbilisi გაიმართება.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, მომხსენებლებს შორის იქნებიან ანტრეპრენერი ქეთა ლომიძე და AppStack-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი.
Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს.
“ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.