წელს ჩვენ ბევრი დასაკეცი სმარტფონი და პლანშეტი გველის და უმთავრესად ორი ტიპის: შიგნით ჩასაკეცი და გარეთ გაშლადი. შესაძლოა მსგავსი კონცეფცის მოწყობილობა Apple-მაც კი გამოუშვას.
Motorola უკვე ახლა გვაჩვენებს, როგორი ტიპის გაჯეტი შეიძლება ვიხილოთ უახლოეს მომავლაში. ქსელში უკვე გამოჩნდა კომპანიის უახლესი პატენტი და გარკვეული რენდერებიც კი გამოჩნდა.
პატენტის თანახმად, მოწოყიბლობის უკანა ნაწილი გამოიყენება, როგორც აქტიური საკონტროლო ზედაპირი წინა ნაწილისთვის (ისევე, როგორც ზოგიერთ მოწყობილობაში თითის ანაებჭდების სკანერი გახმარებათ შეტყობინებების პანელის გამოჩენაში). Motorola-ს მოწყობილობას ექნება ჟესტების მხარდაჭერა: პრიდაპირი შეხება, მასშტაბირება და სხვა მრავალი. ასე და ამგვარად მისი მართვა ცალი ხელითაც ადვილი იქნება.
უჩვეულო Moto-ში ასევე გათვალისწინებულია კამერები და ისინი ორივე ნახევრის ზედა ნაწილში არის განთავსებული და თვითონ მიხვდება თუ რომლით სარგებლობთ. საერთ ჯამში თუნდაც პატენტის დონეზე მოწყობილობა საინტერესოდ გამოიყურება.