Mi A1 და Mi A2 ხელმისაწვდომი სმარტფონების შემდეგ Xiaomi აპირებს გამოუშვას უფრო ხელმისაწვდომი Android Go პლატფორმაზე სუბბრენდ Redmi-ს სახელით.

Xiaomi Redmi Go

Redmi Go იმუშავებს Snapdragon 425 პროცესორზე, 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება ექნება. 5,0 დიუმიანი 16:9 LCD ეკრანი 1280×720 გარჩევადობით და ის ფართო ჩარჩოებში იქნება მოქცეული.

სმარტფონე ექნება 8 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა. თუ გავითვალისწინებთ ყველა ტექნიკურ დეტალს, 3000 მა/სთ აკუმლატორი სმარტფონს ერთ დღეზე მეტ ხანს ეყოფა. სმარტფონი Android Go საოპერაციო სისტემაზე იმუშავებს რომელიც Android 8.1 Oreo-ზე არის დაფუძნებული.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here