კომპანია Google-მა გამოაქვეყნა მესიჯი, რომელიც გვამცნობს ყოველწლიური კონფერენციის I/O 2019-ის თარიღს. ღონისძიების ერთ-ერთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება Android საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის პრეზენტაცია.

Google-ს უყვარს ამოცანების დატოვება. მომხმარებლებს ინტერაქტიული თავსატეხის ამოხსნა მოუწიათ იმის მისახვედრად თუ როდის და სად ჩატარდება Google I/O 2019. ღონისძიება დაგეგმილია 7-9 მაისს შორლაინის ამფითეატრში, კალიფორნიაში.

ცნობილი გახდა, რომ Android Q-ში გვექნება შავი გაფორმების თემა, დესკტოპური რეჟიმი, ახალი ფუნქციონალი დეველოპერებისათვის, მოწყობილობის სმარტ-დაბლოკვა და აპლიკაციების გაფართოების განახლებული სისტემა. ჩამოთვლილი სიახლეებით არ იზღუდება Android-ის მეათე ვერსია.

სახის ამოცნობა

სახის ამოცნობის ფუნქცია Android-მა წარმოგვიდგინა Ice Cream Sandwich ვერსიაში, თუმცა საიმედოობით ვერ დაიკვეხნიდა. Android Q-ში ეს პრობლემა გამოსწორდება – სისტემაში გამოიყენებენ იდენტიფიკაციის გაცილებით უსაფრთხო მეთოდებს. რაშიც დეველოპერებს დაეხმარება ინფრაწითელი კამერები, წერტილოვანი პროექტორი და სხვა.

ეკრანის ჩაწერა

Android P-ში კომპანაია Google-მა დაამატა სკრინშოტებთან მუშაობის რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთანაც წვდომა კვების ღილაკიდან ხორციელდება. Android Q-ში დაემატება დამატებითი შესაძლებლობა, რომელის საშუალებას მოგვცემს ჩავწეროთ ეკრანზე მომხდარი ნებისმიერი აქტივობა, მიღებული ვიდეოს გაზიარება იმ წამსვე მარტივად შეგვეძლება.

Android 10 Q

არავის ეჭვი ეპარებოდა, რომ Android-ის ეს ვერსია მიიღებდა ნუმერაციულ ნომერს 10-ს. ეს დადასტურდა სადემონსტრაციო რეჟიმში.

საავარიო ღილაკი

კვების მენიუში, რომელიც ჩართვის ღილაკზე დაჭერით ჩნდება, გამოჩნდა ახალი პუნქტი, რომელიც საშუალებას იძლევა საგანგებო ზარის რეჟიმის ჩართვის.

სისტემის დაკონფიგურება

Android Q-ში გამოჩნდა ინტერფეისის შეცვლის შესაძლებლობა. მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ სასურველი ფონტი, აიკონების ფორმა, სისტემის მთავარი ფერი და ა.შ.

სენსორების სწრაფი გამორთვა

სწრაფი წვდომის ფუნქციონალში დაემატა თვითმფრინავის რეჟიმის მსგავსი ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია საშუალებას იძლევა გამოვრთოთ მოწყობილობის ყველა მიმღები.

კონფიდენციალურობა

ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება შეტყობინება, თუ აპლიკაცია გამოიყენებს მიკროფონს, გეოლოკაციას ან სხვა მონაცემებს. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავიდან აირიდოს არასასურველ ინფორმაციაზე წვდომა უცხო პირების მიერ.

შეტყობინებები

Google აგრძელებს გააუმჯობესოს შეტყობინებები, ამისათვის ამატებს ახალ ფუნქციონალს. მომხმარებლებს შეეძლებათ შეტყობინებების დაბლოკვა ან უხმოდ გამოჩენა.

Wi-Fi

გასული წლის ივნისში წარმოდგენილი დაშიფრვის ტექნოლოგია WPA3 მხარდაჭერილი იქნება სისტემურ დონეზე.

5G

Android Q-ში გამოჩნდება მეხუთე თაობის ინტერნეტის მხარდაჭერა აიკონით 5G.


წინა სტატიაXiaomi Redmi Go – მათი ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონი იქნება
შემდეგი სტატიაMWC Barcelona – საინტერესო სიახლე სტარტაპერებისთვის!

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი