სიახლეები კუპერტინოდან კვირიდან კვირამდე უარესდება, iPhone XR-ის ეკრანის პრობლემები, iPhone SE-ს დაბრუნება, ავტომატური iOS-ის კამერა, ახალი iPad-ის დეტალები და iOS 12.2-ის ბეტა ვერსიის რელიზი.

Apple-ის ნაწინასწარმეტყველები აღსასრული

IDC-ის მონაცემების თანახმად 20 წლის წინ, მხოლოდ 120 მილიონამდე ადამიანს ქონდა ფიჭური ტელეფონი. დღეს 5 მილიარდამდე ადამიანს აქვს სმარტფონი. დომინანტი მოთამაშის როლში Apple იმედნად წარმატებული იყო, რომ მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი კომპანიაც კი გახდა.

2015 წლიდან iPhone-ების გაყიდვები გაიყინა, რაც ფაქტიურად ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის აღსასრული იქნებოდა, მაგრამ Apple-მა მშვენივრად მოახერხა ფასების ზრდით მოგების ზრდის შენარჩუნება. ბრენდის პრესტიჟულობამ და ფანების მრავალრიცხოვანმა არმიამ შესაძლებლობა მისცა კომპანიას მანამდე წარმოუდგენელ ფასებში გაეყიდა სმარტფონები.

ახლა უკვე iPhone-ები ფასების ზრდის რესურსი ამოწურულია, თქვენც დაფიქრდით რამდენი შეიძლება ღირდეს ის? 1 5000 $ ? 2 000$ ?

iPhone XR-ის ეკრანის პრობლემები

როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი Apple-ის ფლაგმანი XR განიხილებოდა ჯარისკაცად, რომელიც iOS-სა და Apple-ს ახალი მომხამრებლების წყარო გახდებოდა დაკომპანიის ღღუბლოვან სერვისების გაზრდას შეუწყობდა ხელს. თუმცა ახალი სმარტფონის გაყიდვების მთავარი დაბრკოლება მისი ეკრანი აღმოჩნდა.

1080p და 1440p OLED ეკრანების ერაში 720p LCD – iPhone XR-ში არ იზიდავს მომხმარებლებს მიუხედავად Apple-ის მიერ ჩუმად დაწეული ფასებისა.

ამიტომაც კომპანიამ მომავალში ყველა მოდელისთვის OLED ეკრანები დააანონსა. მეორე თაობის iPhone XR, რომელიც წლის ბოლოს გამოვა შესაძლოა OLED ეკრანით ვერ აღჭურვონ, რადგანაც ბაზარზე ამ ტიპის ეკრანებზე მწვავე დეფიციტია.

iPhone SE ბრუნდება

iPhone XS და XS Max-ის გაყიდვებისთანავე კომპანიის აქციებმა გაუფასურება დაიწყო, თუმცა ამის ფონზე მათ ფასდაკლებული iPhone SE-ების გაყიდვები დაიწყეს.

iPhone SE-ზე კომპანიამ 100-150 $ ფასდაკლება გამოაცხადა და თან სრულიად განბლოკილ ვარიანტებზე, გაუხსნელი ყუთებით.

აღნიშნული მოდელი 2016 წლის მარტში დაანონსდა და კომპანიის ბოლო 4 დიუმიანი სმარტფონი იყო, რომელიც დღემდე იყიდება ოფიციალურ მაღაზიებში. Apple-მა 19 იანვარს დაიწყო SE-ს გაყიდვები, რომელიც ძალიან სწრაფად ამოიწურა და ახლა კომპანია ხელახლა აპირებს დამატებითი მარაგების შემოტანას.

წინა სტატიაინტერნეტში Xiaomi-ს ახალი სმარტფონის ვიდეო გავრცელდა
შემდეგი სტატიატექნოპარკში ვითიბი ბანკისა და GITA-ს ერთობლივი კრეატონი გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი