განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მოხდება მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს – ERC – სტანდარტების, ბლოკჩეინისა და 3D ტექნოლოგიების დანერგვა. „ვფიქრობთ ვიზრუნოთ უფრო მეტი, რომ მეცნიერება განათლებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდეს და შედეგები რაც შეიძლება სწრაფად დავინახოთ“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. შეხვედრაზე განაცხადეს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებით მეტი სიახლე იგეგმება, რომელსაც საზოგადოება მალე შეიტყობს.