40 ქართული სტარტაპი 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად იბრძოლებს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად იბრძოლებს. 
 40 ტექნოლოგიური სტარტაპი 21-22 თებერვალს 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგება.
ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპებისთვის 11- დან 15 თებერვლის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში გაიმართება ტრენინგები. ტრეინინგების ფარგლებში გუნდები მოემზადებიან საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *