კონტენტზე გადასვლა
Aerones-მა მაღალი შენობების ფანჯრების საწმენდი დრონი შექმნა

Aerones-მა მაღალი შენობების ფანჯრების საწმენდი დრონი შექმნა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ლიტვაში დაფუძნებულმა კომპანია Aerones-მა მაღალი შენობების ფანჯრების საწმენდი დრონი შექმნა. ის ადამიანებს იცავს საფრთხისშემცველი სამუშაოსგან, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება და სახიფათო დავალებას თავად ასრულებს. 
როგორც კომპანიაში ამბობენ, დრონს  1100 მ-ის სიმაღლის შენობის ფანჯრების გაწმენდა შეუძლია და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტურად და სწრაფად მუშაობს. 
სამომავლოდ ამ ინოვაციური გამოგონების დახვეწას და მის გამოყენებას ცეცხლისა და ხანძრის წინააღმდეგ აპირებენ. 

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!