Apple-ის საცალო გაყიდვების მენეჯერი 2019 წლის აპრილში დატოვებს. მან კომპანიაში 5 წელი იმუშავა. ანჟელა არენდსმა არ გაამხილა რითი დაკავდება ის მომავალში და არც წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

არენდსი კომპანიაში 2014 წელს მოვიდა Bureberry-დან სადაც გენერალური დირექტორი იყო. მას ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამშრომლად მიიჩნევდნენ, რადგაც 2018 წელს მან 26,5 მილიონი გამოიმუშავა, როცა კუკის შემოსავალმა 15,7 მილიონი შეადგინა.

ახალი ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვების მიმართულებით დიდრე ო’ბრაიენი გახდება, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი ვეტერანი თანამშორემლია და ის პირდაპირ ტიმ კუკის დაქვემდებარებაში იქნება.

მიუხედავად ახალი თანამდებობისა ო’ბრაიენი გააგრძელებს People team-ის მართვას, რომელიც კორპორაციული უნივერსიტეტის განვითარებაზე მუშაობს, პერსონალის შერჩევას უზრუნველყოფს, თანამშრომლებთან ურთიერთობებს და სხვა ფუნქციებს ასრულებს.

30 იანვარს Apple-მა გამოაქვეყნა პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები, რომელიც არც ისე სახარბიელო იყო.

წინა სტატიაSamsung სმარტფონის კამერას სტილუსში გადაიტანს
შემდეგი სტატიაViber-მა სამომხმარებლო ინტერფეისი განაახლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი