by Hurca™

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები გამოქვეყნდა. კონკურსის ფინალი გაზაფხულზე ჩატარდება. 
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ატარებს. ამჟამად მისი მხარდამჭერი თიბისია.
ფინალურ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. 
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებსა და მოზარდებში ინტერესი და მოტივაცია გაზარდოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა (STEM) და ინოვაციების მიმართულებით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here