ახალ პატენტში საუბარია იდეაზე, რომ სტილუსში შესაძლებელია კამერის სრულფასოვანი მოდული მოთავსება ოპტიკური ზუმის შესაძლებლობით. მომხმარებელი შეძლებს სტილუსი დაუმიზნოს საკუთარ თავს ან სხვა ობიექტს მისი ფოტოს ან ვიდეოს გადასაღებად.
ფრონტალური კამერის ახალი ადგილი ნაპოვნია, ხოლო გამოსხაულების ხარისხი და ფუნქციონალიც საკმაოდ გაიზრდება, თუმცა ამით კიდევ ერთი რამის მიღწევაა შესაძლებელი. ასეთ სმარტფონს რეალურად უნაპირო და ჩაჭრებისგან თავისუფალი ეკრანი ექნება.
ჩაშენებული კამერით S Pen სტილუსი უფრო უნივერსალური ინსტრუმენტი გახდება. გარდა ამისა მისი კამერ შეძლებს სმარტფონის გარეშე მუშაობასაც, რადგანაც მას ღილაკებიც აქვს, რითაც მისი მართვაა შესაძლებელი.
Galaxy Note-ის პირველი მოდელის გამოსვლიდან დღემდე სტილუსი რადიკალურად არ შეცვლილა, ეს პატარა ფანქაცი, რომლითაც ხატვა, ჩანაწერების გაკეთება და სამომხამრებლო ინტერფეისით სარგებლობაა შესაძლებელი მხოლოდ Note 9-ში განახლდა და მიიღო სმარტფონის ნაწილობრივი მართვის ფუნქციონალი.
ჯერ-ჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა Samsung ახალ სტილუსს Galaxy Note 10-ში თუ იდეას შემდეგი თაობებისთვის შეინახავს. ამავდროულად არის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი პატენტს არ გაცდეს. მოკლედ აგვისტომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ყველაფერი ნათელი შემდეგი Note-ის პრეზენტაციაზე გახდება.