შესაძლოა გქონდეთ გენიალური იდეა, თუმცა სულ სხვა უნარები და ცოდნაა საჭირო ბიზნესის წამოსაწყებად და შემდგომში უკვე მის განსავითარებლად. 
პირველ რიგში, უბრალო ჩანაფიქრისგან სერიოზული შემოსავლის ნახვამდე დიდი გზაა. სტარტაპერები ამ გზაზე ბევრ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებს აწყდებიან. ბიზნესში კი კონკრეტულ კითხვებზე 100%-ით ზუსტი პასუხები იშვიათად არსებობს. 


1. მთავარია, დაიწყოთ
დაარეგისტრირე დომენი, შექმენი პროდუქცის მონახაზი, დაწერე თუ როგორი წარმოგიდგენია შენი ბიზნესი. ყველაზე მთავარი დასაწყისია, როდესაც ვეკითხებით საკუთარ თავს “ღირს თუ არა გარისკვად?” – თუ დარწმუნებული ხართ, რომ მომხმარებელს ზუსტად იმას შესთავაზებთ, რა მოთხოვნაც არსებობს, მაშინ უბრალოდ დაიწყეთ საქმის კეთება.

2. გაყიდეთ ნებისმიერი რამ
ხშირად, დამწყებებს ზუსტად აქვთ გააზრებული და ჩამოყალიბებული თუ რისი გაყიდვა სურთ. თუ თქვენს შემთხვევაში ასე არ არის, გაყიდეთ ნებისმიერი ნივთი და პროდუქტი, რომელიც გგონიათ რომ წარმატებას მოგიტანთ. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა სტარტაპი ინოვაციური შეიძლება სულაც არ იყოს, თუმცა შემოსავლის სახით მაინც მოიტანოს დიდი მოგება. მთავარია, სწორად გათვალოთ ყველა ნაბიჯი.

3. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი რჩევა
რჩევები მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშნელობა ეს მარცხის ისტორიაა, თუ წარმატების. ყველა გამოცდილება და ამ გამოცდილების შედეგაც მოცემული რჩევა შეიძლება წარმატების პატარა საიდუმლო იყოს.

4. იპოვნეთ პარტნიორი
პარტნიორობა ბიზნესში მნიშნელოვანია. იპოვნეთ ადამიანი, რომელიც თქვენი სტარტაპ-პარტნიორი გახდება და თქვენთან ერთად შეუდგება დიდი წარმატებისკენ გზას.

5.  იმუშავე ადამიანთან, რომელიც მუდმივად ცვლილებებისკენ ისწრაფვის
სტივ ჯობსი, როგორც ამას თავად ამბობდა, ზუსტად ის ადამიანი იყო, რომელიც სხვებს მუდმივად ახსენებდა, რომ საჭირო იყო ორიგინალური, აგრესული და საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ხანდახან უბრალოდ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გარისკვისკენ გიბიძგებთ და რომელსაც ცვლილებები არ შეაშინებს.

6. ნუ ფოკუსირდებით ფულზე 
creativebloq-ის ერთ-ერთი რჩევაა: “ ნუ იღელვებთ ფულზე. კარგი სტარტაპი ყოველთვის იპოვის თავის გზას, რომ შემოსავალი ნახოს და დიდი ფული მოიტანოს” ეს ასეცაა. შესაძლოა, თავიდან ყველაფერი ისე ვერ აეწყოს, როგორც გეგმაშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გიგანტი კომპანიების უმეტესობა მცირე თანხითა და ყველანაირი მოგების გარეშე იწყებდა მუშაობას.

7. ჩადეთ თანხა მარკეტინგში
მარკეტინგი დროისა და ფულის უაზრო ფლანგვა ნამდვილად არ არის. ეს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი აუცილებლობაა ყველა კომპანიისა და სტარტაპისთვის.

8. ესაუბრეთ პოტენციურ კლიენტებს
სტარტაპი ვერ გაიზრდება, თუ მუდმივი კავშირი არ ექნება მომხმარებლებსა და პოტენციურ კლიენტებთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მოზიდვა, რომლებიც თქენი პროდუქტით შეიძლება დააინტერესოთ. საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი რესურსის, შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო და ინოვაციური იდეები თავად გაიკვალავენ გზას წარმატებისკენ.

წინა სტატიაSpotify უფრო მკაცრად გააკონტროლებს ad blocker-ებს
შემდეგი სტატიათანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი