კონტენტზე გადასვლა
დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში იმუშავებენ

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში იმუშავებენ

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის.
ჯგუფს ნინო გოგუაძე უხელმძღვანელებს. გოგუაძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანი საზოგადოებაში და ციფრულ სივრცეში არსებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესწავლა იქნება. პირველ რიგში, ეს საკითხი რუსულ პროპაგანდას შეეხება. 

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში იმუშავებენ - ნავიგატორი