დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში იმუშავებენ

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე პარლამენტში იმუშავებენ

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის.
ჯგუფს ნინო გოგუაძე უხელმძღვანელებს. გოგუაძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანი საზოგადოებაში და ციფრულ სივრცეში არსებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესწავლა იქნება. პირველ რიგში, ეს საკითხი რუსულ პროპაგანდას შეეხება. 

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა