ბელგიელმა უსაფრთხოების მკვლევარმა მცირე აღმოჩენა გააკეთა Facebook-ის საძიებო სისტემაში. ამის შესახებ მკვლევარმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, Facebook უფლებას გაძლევთ ქალი მომხმარებლების ფოტოების მოძიებისა, თუმცა იგივე ფუნქცია არ ვრცელდება კაცებზე. მაგალითად, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ “photos of my female friends”, სოციალურ მედიაში გამოჩნდება თქვენი ქალი Facebook მეგობრების ფოტოები, თუმცა იგივეს თუ მოძებნით, ოღონდ female-ის მაგივრად male-ს მიუთითებთ, სრულიად სხვა შედეგს მიიღებთ. ამ შემთხვევაში უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ფოტოებს ნახავთ. 
The Next Web-ი Facebook-ს უკვე დაუკავშირდა მიზეზების გასარკვევად. ჯერ-ჯერობით კონკრეტული ახსნა ამ შემთხვევის არ არსებობს.

წინა სტატიამოსახლეობის 29% ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს
შემდეგი სტატიაApple “ბიუჯეტურ” iPhone SE 2-ს გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი