სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო შეიქმნება. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებია. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ქვეყანა აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს IT სფეროს მიმზიდველობის გაზრდას, ახალგაზრდების დაინტერესებას და ამ სფეროშ მოქალაქეთა აქტიურობის, ცოდნის გაზრდას.