17 თებერვალს „ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი“ თემაზე „ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები“ ტრეინინგს ჩაატარებს. 
დისკრიმინაცია და კანონის უზენაესობა რობოტიკაში, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა რეგულირება, ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პროფესიის მომავალი და სხვ. ის თემებია, რისი განხილვაც ღონისძიებაზე მოხდება.
ტრეინინგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია №101-ში ჩატარდება. 
ტრეინინგს გაუძღვება ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის საერთაშორისო მკვლევართა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი ბოძაშვილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here