17 თებერვალს „ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი“ თემაზე „ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები“ ტრეინინგს ჩაატარებს. 
დისკრიმინაცია და კანონის უზენაესობა რობოტიკაში, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა რეგულირება, ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პროფესიის მომავალი და სხვ. ის თემებია, რისი განხილვაც ღონისძიებაზე მოხდება.
ტრეინინგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია №101-ში ჩატარდება. 
ტრეინინგს გაუძღვება ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის საერთაშორისო მკვლევართა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი ბოძაშვილი.

წინა სტატიასამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით
შემდეგი სტატიაერთობლივი პროფესიული პროგრამა Arduino-ს დაპროგრამებაში თავისუფალი უნივერსიტეტისა და ედისონისგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი