IT დასაქმების ფორუმი GITA-ში

IT დასაქმების ფორუმი GITA-ში

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ჯეოლაბის ორგანიზებით 17 და 18 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში IT დასაქმების ფორუმი გაიმართება. 
ფორუმს წინ უძღოდა GITA-სა და GEOLAB-ის მიერ თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონის ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში Front End Development-ის კურსის ჩატარება. 
11 კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ვებგვერდის აწყობა და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა დეტალი შეისწავლეს. ფორუმზე სწორედ ამ ნიჭიერი, დამწყები პროგრამისტების გაცნობას შეძლებთ. 

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა