სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია Python პროგრამირებაში სატრეინინგო კურსს იწყებს. ტრეინინგების სერია 19 თებერვლიდან იწყება და ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება 19:00 საათზე. “ტრეინინგის ფარგლებში მსმენელები გაიცნობენ Python დაპროგრამების ენას. შეისწავლიან ამ დაპროგრამების ენის სინტაქსისს და პროგრამირების ლოგიკას. დაპროგრამების ენა Python თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორიენტირებულ, პროცედურულ, ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.