კომპანია Xiaomi-მ გადაწყვიტა ოფიციალურ პრეზენტაციამდე გაშალოს ბანქო და მოგვიყვეს ახალი ფლაგმანის მახასიათებლების შესახებ. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჩინური სოციალური ქსელი Weibo-დან გვამცნობს, რომ სმარტფონს ექნება სამმაგი კამერა. მან ასევე გაგვიზიარა სმარტფონით გადაღებული ფოტოები.

Xiaomi Mi9-ს კამერა შედგება სამი მოდულისაგან:

  • 1/2-დიუმიანი სენსორი Sony IMX568 გაფართოებით 48 მპ. ობიექტივი დიაფრაგმით f/1,75 და ექვსი ლინზით.
  • 12 მპ, ობიექტივი დიაფრაგმით f/2,2 და ექვსი ლინზით, ორმაგი ოპტიკური ზუმით.
  • 16 მპ. ობიექტივი დიაფრაგმით f/2,2 და ექვსი ლინზით, 117 გრადუსიანი ხედვის კუთხე, მაკროს გადაღების შესაძლებლობა.

კიდევ ერთი ოფიციალური ტიზერი გვაჩვენებს Mi8-ისა და Mi9-ს ქვედა პანელის სისქეს. ახალ სმარტფონში ქვედა ჩარჩოს ზომა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

Xiaomi Mi9-ს პრეზენტაცია 20 თებერვალს შედგება.

წინა სტატიაXiaomi Mi9 – მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სმარტფონი?!
შემდეგი სტატიაMobile Photography Awards: 2018 წლის საუკეთესო მობილური ფოტოები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი