Xiaomi-ის ახალი ფმაგმანის პრეზენტაცია ჯერ არ შემდგარა, თუმცა კომპანია აგრძელებს სმარტფონის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მათი ახალი სმარტფონი იქნება ყველაზე ძლიერი. ახლა კი გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ამის დასტურად გამოდგება.

ახალ ტიზერში ნათქვამია, რომ Mi9-ს აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Snapdragon 855 და ფლაგმანი ბენჩმარკ AnTuTu-ზე იღებს რეკორდულ შედეგს – 387 851 ქულას. წინა უმაღლესი შედეგი ეკუთვნოდა Lenovo Z5 Pro GT_ს, რომელმაც აიღო 368 480 ქულა.

ასევე, კომპანიამ გამოაქვეყნა სმარტფონის ქვედა ნაწილის ფოტო, მითითებით, რომ ეკრანისათვის ადგილი გაიზარდა. რენდერის მიხედვით სმარტფონის ჩარჩოები მაქსიმალურად წვრილი იქნება.


სმარტფონის ოფიციალური პრეზენტაცია 20 თებერვალს შედგება. ფლაგმანს ექნება სამმაგი კამერა 48მპ სენსორებით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here