კონტენტზე გადასვლა
ილიაუნიში უნილაბი იხსნება

ილიაუნიში უნილაბი იხსნება

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნილაბი იხსნება. ეს იქნება სივრცე, რომელიც კონკურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს, გაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და მიღებული ცოდნა გამოიყენონ რეალურ პროექტებში.

როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, უნილაბი გამართავს საჯარო შეხვედრებს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და ექნება, ასევე, სასერტიფიკატო და დისტანციური სწავლების პროგრამები.

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!