Galaxy S სერიის პირველი სმარტფონის გამოჩენიდან ათწლეულის შემდეგ, Samsung Electronics-მა Galaxy S10 სერიის ახალი ფლაგმანი მოწყობილობები წარადგინა და საფუძველი ჩაუყარა მობილური ინოვაციების განვითარების ახალ დეკადას.  პრემიალური სიახლეების ჩამონათვალშია – ძირითადი მოდელი Galaxy S10, გაზრდილი ზომის მოდელი Galaxy S10+ – მათ შორის კერამიკული კორპუსით და  1 TB შიდა მეხსიერებით,  Galaxy S10e კომპაქტური კორპუსით და ბრტყელი ეკრანით. 

ამ სმარტფონების წინასწარ შეკვეთები უკვე დაიწყო და 7 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. შეუკვეთეთ წინასწარ Galaxy S10e | S10 | S10+ სამსუნგ ელექტრონიქსის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში ფიციალური ჰოლოგრამით და მიიღეთ საჩუქრად უახლესი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds.

Galaxy S10 სერიის მოდელებში Samsung Electronics-მა  შემოგვთავაზა სრულიად ახალი ეკრანისა და დიზაინის კონცეფცია. ეს არის სინემატიკური ე.წ. Infinity O ეკრანი, რომელიც გამოირჩევა თითქმის გამქრალი ჩარჩოებით და ეკრანში ინტეგრირებული ფრონტალური კამერით, რომელიც სმარტფონებს ინოვაციურ დიზაინს სძენს. ამ შთამბეჭდავი ეკრანის დასაცავად პირველად სმარტფონებში გამოიყენება Corning Gorilla Glass 6 თაობის დაცვა.

ეფექტური დიზაინის გარდა Galaxy S10-ის ეკრანი გამოირჩევა იმით, რომ აქვს საუკეთესო გამოსახულების ხარისხი დღეს: ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი, 2K+ რეზოლუცია, Dynamic AMOLED ტექნოლოგია და ასევე მსოფლიოში პირველად HDR10+ის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემის შესაძლებლობას და მუდმივად ფერების გრადაციის კორექტირებას.

Galaxy S10 | S10+ში გამოიყენება უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმი: თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში. ეს სმარტფონის უბრალო განბლოკვასაც კი ეფექტურად წარმოაჩენს. Galaxy S10 | S10+ ში აქ მსოფლიოში პირველი თითის ანაბეჭდის ულტრაბგერითი სენსორი გამოიყენება, რომელიც უფრო დაცულია და სველ თითსაც კი აღიქვამს.

Galaxy S10 მოდელებში სამსუნგ Samsung Electronics-ი გპირდებათ მინიმუმ 24 საათიან მუშაობის ხანგრძლივობას. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს: დიდი ზომის აკუმულატორი, ენერგოეფექტური ახალი თაობის პროცესორი, გონიერი ოპერაციული სისტემა და გაგრილების მექანიზმები.

Galaxy S10 მოდელებს აქვთ ენერგიის უსადენოდ გაცემის ფუნქცია. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად უბრალოდ უნდა დაადოთ თქვენს სმარტფონს სხვა სმარტფონი, სმარტ საათი ან უსადენო ყურსასმენები და ისინი მიიღებენ ენერგიას თქვენი Galaxy S10-დან.

Galaxy S10, S10+ ს აქვს 3 ძირითადი კამერა. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება და ფუნქცია აქვს:

*ფართოკუთხოვანი ლინზა, დიაფრაგმის მოძრავი მექანიზმით და ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით, იღებს იდეალურ სურათს ღამით და აქვს ძალიან სწრაფი ფოკუსი;

 *ტელეფოტო ტიპის ლინზა, იდეალური პორტრეტისათვის ფონის გაბუნდოვნებით და ოპტიკური მოახლოვებისათვის ხარისხის დაკარგვის გარეშე;

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here