By alexandrov alexandr

4 მარტიდან ტექნოპარკში გრაფიკული პროგრამების შემსწავლელი ტრენინგები ჩატარდება. 4 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 10:30-დან 12:30 საათამდე ჩატარდება ტრეინინგები CorelDRAW-ის მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან 2D ვექტორულ გრაფიკას. 4 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 18:00-დან 20:00 საათამდე კი, ჩატარდება Fusion 360-ის ტრეინინგები. “ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან 3D პარამეტრული მოდელირების საწყისებს პროგრამაში Autodesk Fusion 360, რომელიც კომპლექსური დანიშნულებისაა და სხვადასხვა ტიპის მოდელირების, ანიმაციის, საინჟინრო სიმულაციის და ფოტორეალისტური რენდერის საშუალებას გვაძლევს.” -წერია ღონისძიების აღწერაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 თებერვალი. ტრენინგზე დასწრება უფასოა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here