ილიას უნივერსიტეტში ახალი ტექნოლოგიური სივრცის, უნილაბის, პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე უნილაბის კონცეფციასა და მნიშვნელობაზე ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა სანდრო ასათიანმა ისაუბრა. 
“ხშირ შემთხვევაში, ადამიანს პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის ვინმეს დახმარება სჭირდება. შესაბამისად, ეს იქნება სივრცე, სადაც მას სწორედ ამაში შეუწყობენ ხელს. მსგავსი ლაბორატორიები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. აქ ადამიანს სწავლასთან ერთად პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება შეუძლია. ამის ბევრი მაგალითი არსებობს: მაგალითად, Google თავიდან მაგისტრატურის სადიპლომო პროექტი იყო და Facebook საერთოდ საუნივერსიტეტო ცხოვრების დროს შეიქმნა” – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი.

წინა სტატიამასტერკლასი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
შემდეგი სტატიაHuawei-მ ახალი გადასაკეცი სმარტფონი, Mate X გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი