კონტენტზე გადასვლა
Nokia 9 Pureview მოსახლეობაში შიშს იწვევს

Nokia 9 Pureview მოსახლეობაში შიშს იწვევს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

Mobile World Congress-ზე ნოკიამ თავისი ახალი სმარტფონი, Nokia 9 Pureview წარადგინა. ხუთი 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადაღებას. სწორედ ხუთი სხვადასხვა კამერა გახდა ადამიანთა გაღიზიანების მიზეზი. როგორც ტრიპოფობიის მქონე ადამიანები წერენ, ნოკიას ახალი სმარტფონი მათში შიშს აღძრავს. შეგახსენებთ, რომ ტრიპოფობია გვერდიგვერდ მდებარე, ან ერთად თავმოყრილი პატარა ხვრელების შიშია.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!