ვებპროგრამირებასა და სოციალურ მედია მარკეტინგში უფასო ტრენინგები დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის ჩატარდება. სასწავლო პროგრამა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში მცხოვრები ქალებისათვის გაიმართება. პროექტისთვის შეირჩა სულ 130 ქალი. მათი ასაკი 18-25 წელია. მონაწილეთაგან 40 საუკეთესო კი, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. უმაღლესი შედეგების მქონე 3 მონაწილე კი ევროპაში, ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
მთავარი განათლება