კომპანია Fitbit-მა ერთდროულად რამდენიმე ხელმისაწვდომი სპორტული გაჯეტი გამოუშვა.

დავიწყოთ სმარტ საათით Fitbit Versa Lite, რომელიც ადვილი მისახვედრია, რომ Fitbit Versa-ს შეზღუდული ვერსიაა. განსხვავებით უფროსი მოდელისგან Lite-ში მხოლოდ ერთი მართვის ღილაკიცა, ასევე არ არის გიროსკოპი, ალტიმეტრი და ბარომეტრი, არ არის მუსიკის შენახვის სასუალება და სტრიმინგ სერვისები Pandora და Deezer.

დანარჩენი ფუნქციონალი შენარჩუნებულია და აქვს ვარჯიშის 15 რეჟიმი, თვალყურს ადაევნებს ფიზიკურ აქტივობებს და ითვლის კალორიებს. არის საშუალება გარეშე აპლიკაციების მიერთებისთვის. მოწყობილობა წყალგაუმტარია და ერთი დამუხტვით 4 დღემდე მუშაობს.

Fitbit Versa Lite-ის ფასი 170$-ია. ასარჩევად არის ოთხი ფერის მოდელი: თეთრი, იასამნისფერი, ვარდისფერი და ცისფერი.

Fitbit Ace 2 – ეს საბავშვო ფიტნეს ტრეკერია. მას წყლისგან დაცავა აქვს და ეკრანის გარშემო გაძლიერებული ბამპერი აქვს. ტრეკერს რამდენიმე ახალი ანიმირებული ციფერბლატი აქვს, რომლებიც ბავშევბის მოტივაციის გაზრდას ემსახურება.

Fitbit Ace 2-ის ფასი 70$-ია.

Inspire და Inspire HR – ეს უკვე მოზრდილებისთვის განკუთვნილი ტრეკერებია. მათ კონფიგურირებადი ციფერბლატი აქვთ, შეუძლიათ დათვალონ მომხმარებლის აქტივობები, ვარჯიშები და ძილი. სასარგებლო ფუნქციონალში შედის შეტყობინებების გამოტანა და ჟესტებით მართვა.

ორივე მოდელი წყალგაუმტარია და მათი ავტონომიურობა 5 დღეს შეადგენს. Fitbit Inspire – 70$ ღირს, ხოლო Fitbit Inspire HR – 100$

წინა სტატიაSamsung Galaxy S10 სმარტფონები უკვე საქართველოშია!
შემდეგი სტატიაMicrosoft ახალ Xbox One-ს წარმოადგენს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი