კომპანია Leica-მ წარმოადგინა Q2 – ახალი ფართოკუთხიანი კამერა ფიქსირებული ობიექტივით. როგორც წინა მოდელები, აღნიშნული მოდელიც გამოირჩევა კომპაქტურობით და აქვს წინამორბედების მსგავსი დიზაინი. კამერის ერთ-ერთი უპირატესობაა სრულიან ახალი სენსორი 47,3 მეგაპიქსელამდე გაფართოების მქონე.

Leica Q2-ს აქვს 47,3 მეგაპისელიანი სენსორი, DCI 4K და Ultra HD 4K ფორმატებში ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა. ვიდეოს იღებს 24 და 30 FPS სიხშირეზე ან 1080p-ს 120fps-ზე. წინა მოდელთან შედარებით ISO-ს დიაპაზონი გაიზარდა და შედგება 50-დან 50 000-მდე.

კამერას გააჩნია 28მმ-იანი ფიქსირებული ობიექტივი დიაფრაგმით f/1.7 და აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის შესაძლებლობა.

კამერას აქვს IP52 წლისა და მტვრისაგან დაცვა. ამგვარად, ფოტოგრაფს წვიმაში მოხვედრისას არ უწევს ტექნიკურ აღჭურვილობაზე დარდი. კამერას შეუძლია ხელახალი დამუხტვის გარეშე გადაიღოს 370 კადრი. მოწყობილობის LCD პანელი შეცვალეს OLED-ეკრანით, გაფართოებით 3,68 მილიონი წერტილი. სენსორული ეკრანი უცვლელი დარჩა და წარმოდგენილია 3დიუმიანი LCD ჭკვიანი მატრიცით. კამერა სხვა მოწყობილობებს უერთდება მხოლოდ Bluetooth LE ან WiFi-ს გამოყენებით. მას არ აქვს USB, HDMI ან სხვა პორტები.

Leica Q2 უკვე გამოსულია გაყიდვაში და მისი ფასი 5000 დოლარს შეადგენს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here