ლოს ანჟელესში კომპანია Tesla-მ წარმოადგინა ელექტრო ავტომობილების ახალი მოდელები. ახალი მოდელი სახელწოდებით Model Y არის ილონ მასკის პროექტის მეხუთე მოდელი და მეორე მცდელობა რომ დაიპყროს ბაზარი.
პრეზენტაციის განმავლობაში კომპანიამ წარმოადგინა ელექტრომობილი რომელსაც შეუძლია 482 კმ-ის გავლა და მისი ღირებულებაა $47 000.
Tesla-მ ასევე დააანონსა ორძრავიანი მოდელის გამოსვლა, რომლის ღირებულება $51 000 იქნება.
ავტომობილი იმოძრავებს, როგორც სპორტული მანქანა.
ახალი მოდელების გაყიდვა დაიწყება 2020 წლის შემოდგომაზე. საბაზო ვერსიის ანონსი შედგება მოგვიანებით – 2021 წლის გაზაფხულზე. სტანდარტული Model Y-ს მოსალოდნელი ფასი იქნება $39000 და შეეძლება 370 კმ-ის გავლა.