ჯეოსელი ქსელის შეფერხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მომხმარებლებს შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიშს უხდის: “ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით.” 
შეგახსენებთ, რომ ჯეოსელს მსგავსი პრობლემა რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here