27 მარტს სილქნეტმა წარმატებულად გამოუშვა 200 მლნ აშშ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციები.

„სილქნეტისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბონდების გამოშვება იმ წარმატებული ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც კომპანია თანმიმდევრულად ახორციელებდა ბოლო წლების მანძილზე. განსაკუთრებით საამაყო კი ის ფაქტია რომ, ჩვენი ბონდების განთავსება არამარტო ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის მიღწევაა. დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, სილქნეტს ეძლევა ტექნოლოგიური განვითრების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მომხმარებლისთვის მეტ საინტერესო და ინოვაციურ სერვისებსა თუ შეთავაზებებს“. – აცხადებს სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი. 

წინა სტატიაFacebook-ზე ტარგეტირება გენდერის, ასაკის და წარმომავლობის მიხედვით აიკრძალება
შემდეგი სტატიაApple-მა Apple TV-ზე ხელმისაწვდომი ახალი არხები წარადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი