ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო გუნდი „ობერტონი” საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა დააჯილდოვეს. 
„დღეს ჩვენ აქ მოსწავლეების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი, ინოვაციური პროექტები ვნახეთ. მომავალი მეცნიერ-გამომგონებლებიც ალბათ, საკუთარ კარიერა, სწორედ, ასეთი ტიპის პროექტებით იწყებენ. ამ ბავშვების მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობით დააგროვეს. მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

წინა სტატიაXiaomi-მ ახალი 100 ვატიანი დამტენი გამოუშვა
შემდეგი სტატიაRick and Morty-ის ავტორის ახალი ვიდეოთამაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი