კონტენტზე გადასვლა
ავთანდილ კასრაძემ წყნეთში ახალგაზრდული ბანაკი გახსნა

ავთანდილ კასრაძემ წყნეთში ახალგაზრდული ბანაკი გახსნა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ წყნეთში ახალგაზრდული ბანაკი გახსნა. ბანაკის ხანგრძლივობა 2 დღე იქნება და მისი მონაწილეები ქართველი და უკრაინელი სტარტაპერები იქნებიან. “პროექტის მიზანია ერთმანეთს გააცნოს და ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოსა და უკრაინის სტარტაპები. ბანაკი გათვლილია ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსელი ბაკალავრებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, სამუშაო ენა – ინგლისური. ღონისძიება ინოვაციების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.” – წერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!