ბრენდი Redmi-ს წარმომადგენლებმა დიდი ხანია დაადასტურეს რომ ფლაგმანური სმარტფონი Snapdragon 855 პროცესორზე იქნება აწყობილი. თუმცა მხოლოდ ამ დროისათვის გავრცელდა ინტერნეტში ახალი მოწყობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოჩნდა ახალი Redmi სმარტფონის რეალური ფოტოები.
როგორც ჩანს, სმარტფონს აქვს ვიწრო ჩარჩოები და დიდი ეკრანი. ჩარჩოს სისქე ყველა მხარეს თითქმის ერთნაირია. კორპუსზე არ ჩანს თითის ანაბეჭდის სკანერი, ამიტომ შესაძლებელია რომ ის ეკრანშია მოთავსებული. გარდა ამისა, წინა კამერა ჩამალულია კორპუსში.
უკანა მხარეს მოთავსებულია სამმაგგი კამერა, რომელთა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი სენსორი იქნება მინიმუმ 48მპ.
ზოგიერთი მოსაზრებით, ფოტოზე გამოსახულია Redmi Pro,რომელიც არის მეორე თაობის. უჩარჩოო დიზაინის. სამმაგი კამერისა და იმავე პროცესორის გარდა, შესაძლებელია რომ ამ მოდელს ჰქონდეს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია 100 ვატი სიძლიერით.