საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, “ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჯგუფის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება.პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანა ქუთაისში აშენდება და ის, წელიწადში, 40 000 ავტომობილს აწარმოებს.
“მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება.  კომპანია “ჩანგანმა”, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის პარტნიორებიც არიან ისეთი მსხვილი გიგანტები, როგორიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი”, “ფორდი”, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან, შევძლებთ, ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები.
ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც – ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

წინა სტატიასახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის კონფერენცია ტექნოპარკში
შემდეგი სტატიაGmail-ს ახალი ფუნქცია ემატება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი