გასული წლის ნოემბერში ციცქნა სმარტფონი Plam Phone გამოვიდა, რომელიც თქვენი სმარტფონის კომპანიონის მოვალეობას ასრულებდა. თუმცა ახალი მოდელი უკვე ავტონომიურად შეძლებს მუშაობას.

განახლებული მოდელის შეძენა უკვე შეუძლიათ Verizon-ის მომხარებლებს. 1 მაისამდე სიახლის ფასი 199 $ იქნება ხოლო მას შემდეგ ის 350$ ეღირება. მიმდინარე მომენტისთვის 3,3 დიუმიანი Palm Phone მსოფლიოში ყველაზე კომპაქტური სმარტფონია.

ახალ მოდელში გაუმჯობესებულია კამერის მოდული, გამოჩნდა HDR-ის მხარდაჭერა, ხოლოდ ავტონომიური მუშაობის დრო 7.5 საათამდე გაიზარდა. სმარტფონის დანარჩენი მონაცემები წინა მოდელის ოდენტურია. აღსანიშნავია, რომ წინა მოდელი არ მიიღებს განახლებას, რომელიც მას ავტონომიურობას შესძენს.



წინა სტატიარა არის Car Sharing-ის პროგრამა?
შემდეგი სტატიამოსახლეობის 36%-ისთვის ცნობილია, რომ სპეციალური გვერდები ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი