კომპანია Microsoft-მა წერტილი დაუსვა ყველანაირ ჭორებსა და გაჟონვებს, რომელიც მის უახლეს ბრაუზერს ეხება – თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩამოიწეროთ სატესტო ვერსია, რომელიც Google-ის Chromium ძრავაზეა დაფუძნებული და გაფართოებული ფონქციონალი და გადამუშავებული ინტერფეისი აქვს.
ჯერ-ჯერობით ბრაუზერი Chrome-ს გავს და მაიკროსოფტი გვპირდება, რომ მას Fluent Design-ის შესაბამისი დიზაინი ექნება. ოფიციალური Chromium-ის კოდში 150-ზე მეტი ცვლილება შევიდა.
გარდა Chromium ძრავაზე გადასვლისა ახალ Edge-ში Chrome-ის გაფართოებების მხარდაჭერა და სინქრონიზაცია Microsoft-ის ანგარიშის საშუალებით. დამატებით აღსანიშნავია Windows Hello-სა და სენსორული კლავიატურის სრული მხარდაჭერა.
Edge-ის სატესტო ვერსიები მხოლოდ 64-ბიტიანი Windows 10-ისთვის არის ხელმისაწვდომი. მომავალში კომპანია გეგმავს მხარდაჭერილი იყოს Winodws 8, Windows 7 და macOS.