2007 წელს სმარტფონების ერა დაიწყო. პირველი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ მობილური ინდუსტრია სენსორული ეკრანების და ღილაკების მინიმალური რაოდენობის მქონე მოწყობილობებზე გადავიდა. ამასთანავე ამ ფორმ-ფაქტორის ყველა უპირატესობის მიუხედავად მათ გარკვეული უარყოფითი თვისებებიც აქვს. ავტონომიურობის პრობლემა და შედარებით მაღალი ფასი, რომელიც ეკრანის ზომით, პროცესორის სიმძლავრით და სხვა კომპონენტებით არის გამოწვეული.

2017 წელს KaiOS-ის რელიზი შედგა, რომელიც Linux-ზე ბაზირდება და ერთი წლით ადრე დახურული Firefox OS-ის რეინკარნაციაა. პროექტი საზოგადოებრივია და მასში უმსხვილესი ინვესტიცია Google-მა განახორციელა 22 მილიონი დოლარის სახით.

KaiOS-ის უმთავრესი მიღწევა LTE, GPS და Wi-Fi-ს მხარდაჭერაა, აპლიკაციები HTML5-ზე იწერება და მას ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობა აქვს. სისტემის მუშაობისთვის საკმარისი 256 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლბებისა მას უპრობლემოდ შეუძლია წვდომა მოგცეც Google Assistatn-ზე, Facebook, Twitter და YouTube-ზე წვდომა. პერსპექტივაშია Viber, WhatsApp და სხვა აპლიკაციების მხარდაჭერაც.

ასეთი ტელეფონები ჩვეულებრივ ეკრანებსა და ღილაკებს იყენებენ, თუმცა შეუძლიათ თითქმის ყველაფერი, რაც სმარტფონებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი ფასი ბიუჯეტურ სმარტფონზეც კი გაცილებით დაბალია და მათი პოლუარობა განვითარებად ქვეყნებში მატულობს, პლატფორმა ძალიან პერსპექტიულია.

KaiOS-ს ის განცხადებით 2017-2018 წლებში მათი სისტემის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების რაოდენობა 250%-ით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე მათი წილი უკვე 1,13% გახდა და ეს უმთავრესად 4 თვეში მოხდა.


წინა სტატიაEdge (Chrome) – ღია ტესტირებისთვისაა ხელმისაწვდომი
შემდეგი სტატიაპროექტის ,,სტარტაპ მეგობრული“ ფარგლებში შეკრება გაიმართა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი