Jumbo ახალი სტარტაპია, რომელიც ტექნიკური გიგანტების მომხმარებლებზე ზრუნავს და მათ ეხმარება საკუტარი პირადი მონაცემების დაცვაში. დღეს კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მწვავედ დგას და ყოველდღიურად უფრო და უფრო ზრდის საფრთხეებს. ამასობაში კი, Jumbo სწორედ ის აპლიკაციაა, რომელიც თქვენს პარამეტრებს ავტომატურად დაარეგულირებს და დაგიცავთ სხავდასხვა სახის ინფორმაციის არასწორი მიმართულებებით გაცემისგან. სტარტაპი IOS-ის მომხმარებლებისთვის უკვე აქტიურად მუშაობს. მალე იგეგმება Android-ის ვერსიის შექმნაც.