ვარაუდი გამართლდა და მეცნიერების მულტინაციონალურმა ჯგუფმა, რომლებიც “Event Horizon Telescope” პროექტში მონაწილეობდნენ შეასრულეს დაპირება. კაცობრიობას შავი ხვრელის ისტორიაში პირველი ვიზუალური გამოსახულება აქვს. ის ძალიან გავს მხატვრულ ფილმ “ინტერსტელარში” შექმნილ კომპიუტერულ გრაფიკას.

დღს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში, რამდენიმე ენაზე ტარდებოდა, მკვლევარებმა თავიანთი აღმოჩენა წარმოადგინეს. თუ როგორ გამოიყურება ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ობიექტი სამყაროში.

სწავლულებმა შავი ხვრელი პირველი გამოსახულება M87 გალაქტიკის ცენტრიდან მიიღეს და ამისთვის “მოვლენების ჰორიზონტის ტელესკოპი” გამოიყენეს. გამოსახულებაზე ჩანს ნათელი რგოლი, რომელიც სინათლის გამრუდებას გამოსახავს, რასაც შავი ხვრელის გარშემო არსებულ ინტენსიური გრავიტაცია იწვევს და ის 6,5 მილიარდჯერ მასიურია ვიდრე მზის.

ფოტოზე ჩანს შავი ხვრელის კოლოსალური გრავიტაციული ზემოქმედება, რის შედეგადაც ინათლე ობიექტს გაშემო უვლის და “ჩრდილს” წარმოქმნის მისი ცენტრის მახლობლად. მეცნიერებმა აღიარეს, რომ მათი წარმოდგენები შავი ხვრელის ვიზუალური მხარის შესახებ დიდად განსხვავდებოდა რეალურისგან.

შავი ხვრელი ფილმიდან “ინტერსტელარი”:


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here