დაიწყო FAB სკოლის გაცვლითი საინფორმაციო შეხვედრები

ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით FAB სკოლის გაცვლითი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.133-ე საჯარო სკოლა იყო პირველი, სადაც პირველი შეხვედრა ჩატარდა. “მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე მსოფლიოსა და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარ გამოწვევებზე. ახალგაზრდები გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს და ნახეს თუ როგორ მუშაობს FABLAB-ის დანადგარები. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.” – წერს ტექნოპარკი საქართველო. 
ინოვაციური აზროვნების განვითარებას და მეტი ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიებში – ეს FAB სკოლის მთავარი მიზანია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *