თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორმა “სპარკმა” და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყეს. თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი – “სპარკი” და BTU ერთობლივად განახორციელებენ შემდეგი სახის პროექტებს: სტუდენტური სტარტაპ იდეების აქსელერაცია, მონაწილეობა სტარაპების დემო დღეზე, სწავლების მოდულის მხარდაჭერა ახალი ლიტერატურული რესურსებით, მოდულის სწავლებისთვის აკადემიური გუნდის სისტემატიური შევსება და სხვ. სპარკისა და BTU-ს ერთობლივი ღონისძება 18 აპრილს, 11:00 სთ-ზე ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.