იტალიის საელჩო ორშაბათს, 15 აპრილს – 09:30 საათზე გთავაზობთ სემინარს და დაჯილდოებას ინოვაციების სფეროში, რომელიც იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია.
სემინარის თემაა: გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან – ბიზნესზე, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here