კონტენტზე გადასვლა
ახალგაზრდა ინოვატორები სტაჟირებას იტალიაში გაივლიან

ახალგაზრდა ინოვატორები სტაჟირებას იტალიაში გაივლიან

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ნინო გრიგალაშვილი და გურამ ცირეკიძე ახალგაზრდა ინოვატორები არიან, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და იტალიის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან.
“გამარჯვებულები ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოეს.” – წერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!