სოციალური მედია პლატფორმა Facebook-ი ტესტავს News Feed-ის Story-ში გადატანას – ამის შესახებ ინფორმაციას აპლიკაციების მკვლევარი –  Jane Manchun Wong-ი საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს. ვონგის თქმით, სიახლე ჯერჯერობით საცდელ რეჟიმშია, თუმცა, ვიდეოს სახით, ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვიზუალურად „სთორებისა“ და სიახლეების ზოლის გაერთიანებით მიღებული ახალი ინტერფეისი.
ეს არ არის პირველი მსგავსი მცდელობა. იყო Instagram-ის სიახლეების ზოლის სთორიში გადატანის მცდელობაც, თუმცა ძალიან უარყოფითი შედეგი მოყვა ამას მომხმარებლების მხრიდან და საბოლოოდ სიახლე აღარ განხორციელდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here