ინოვაციური პროექტი თბილისის 150-ე სკოლაში

ინოვაციური პროექტი თბილისის 150-ე სკოლაში

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით თბილისის 150-ე საჯარო სკოლა მეორე წელია მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში იღებს. “პროგრამის მიზანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას. პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ გაკვეთილებს დღეს, იუნისეფის რეგიონული დირექტორი, ავშან ხანი, ესტონეთის ელჩი საქართველოში, კაი კაარელსონი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დაესწრნენ.” – წერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
150-ე სკოლა ერთ-ერთი პირველია იმ 50 სკოლას შორის, სადაც აღნიშნული პროექტი ინერგება.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა