კონტენტზე გადასვლა
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ახალ კამპანიას იწყებს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ახალ კამპანიას იწყებს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

 24 აპრილს ვაქცინების აუცილებლობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ახალ კამპანიას იწყებს.კამპანია 24-დან 30 აპრილამდე მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის პარალელურად წარიმართება.ინტერნეტსივრცეში ჰეშტეგი #VaccinesWork იმუნიზაციის მხარდამჭერების მიერ გამოიყენება. წელს UNICEF ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და Gavi, the Vaccine Alliance-თან თანამშრომლობს და მათი ფონდი აპრილში სოციალურ ქსელში ჰეშტეგ #VaccineWorks-ის შემცველი პოსტის თითოეულ გაზიარებასა და მოწონებაზე UNICEF-ს ერთ დოლარს გადაურიცხავს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!