ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მთავარი თემა IT საზოგადოებაში Galaxy Fold-ია. ბევრი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა განზრახ გააფუჭეს თავიანთი მოდელები ყურადღების მისაქცევად. თავიდან სმარტფონები მხოლოდ მათ გაუფუჭდათ ვინც ეკრანს და დაკეცვის მექანიზმს არასწორად შეეხო, თუმცა მოგვიანებით ჩვეულებრივი მოხმარების შედეგად გაფუჭებული ეგზემპლარებიც გამოჩნდა.
ჩინეთში უკვე გადაიდო პრეზენტაცია და გუქმდა სმარტფონის გაყიდვაში ჩაშვებაც, რასაც Samsung-ის ოფიციალური განცხადებაც მოყვა. ინფორმაციას გამოცემა Engadget აქვეყნებს
მოდით ვნახოთ მთავარი პუნქტები:
- Samsung-მა აღიარა პრობლემები
- გაყიდვები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ახალი თარიღი სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
- Samsung-მა განცხადებაში არ ისაუბრა კონკრეტულ პრობლემაზე და მის მასიურობას. კომპანიამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტების ტესტირებებმა აჩვენა, რომ პროდუქტს დამტებით გაუჯობესება ჭირდება”
- კომპანიამ დაგვპირდა რომ აუცილებლად გამოასწორებს ყველაფერს.
საერთო ჯამში პრობლემა არის და ის საკმაოდ სერიოზულია, თუმცა არც ისე დიდი, რომ პროდუქტი საერთოდ არ გამოვიდეს.
გასაკვირია, როცა კომპანია, როგორიცაა Samsung უშვებს შეცდომებს, რომლებიც მათ ყველაზე პერსპექტიულ და მნიშვნელოვან პროდუქტს ეხება. პროდუქტმა, ხომ მართლა გაიარა ათასობით საატი ტესტირება და სხვა და სხვა გამოცდები? რანაირად მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრს ის მეორე დღესვე გაუფუჭდა? თუმცა Note 7-ის სკანდალის შემდეგ არც ეს არის გასაკვირი.